|
2020-08-17 11:33:44, 636 ნახვა
რეგიონი
მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შუახევის ტურისტული პოტენციალისა და შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზე, საქველმოქმედო აქციებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის აუცილებლობაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას ახალგაზრდობის წინაშე. მერმა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19-თან ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ესაუბრა იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტში. ყურადღება გაამახვილა მთა ღომის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ პერსპექტივაზე, რომელიც გააჩნია მას ტურისტული თვალსაზრისით. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)