00:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 16:15:51, 1494 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ,  მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრმაისტის დედამ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ უწყებაში მასზე ბულინგი განხორციელდა. დაისვა არაერთი კითხვა ოჯახის ადვოკატთან დაკავშირებით. ამ ყოველივეს კი პროკურორი მარიამ გოგორელიანი ახორციელებდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics