|
2020-08-11 16:06:24, 1326 ნახვა
სამართალი
ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია
ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ ბრიფინგზე შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. „ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად და გამართლებულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სსკ-ის 109 მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მგზავრები „ტოიოტა ქემრის“ გარდა არ იყვნენ ადგილზე. ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას“, - განაცხადა ნიკოლაძემ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)