|
2015-09-08 12:45:09, 812 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდა, ბანკებს ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია მოსთხოვონ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც გუშინ მოქალაქეებს მოუწოდა, ბანკებს საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია მოსთხოვონ. ქადაგიძის თქმით, რთული ეკონომიკური ვითარების დროს, მოქალაქეები ზარალდებიან და მათ სესხის თავდაპირველი გრაფიკით მომსახურება უჭირთ. ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს რესტრუქტურიზაცია, რომ სესხის გადახდის გრაფიკი შესაბამისი იყოს. „ყოველთვის, როდესაც არის რთული ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოში ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური შოკი, ამ დროს, ამ პროცესით რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ ნაწილს უჭირს სესხის თავდაპირველი გრაფიკით მომსახურება. არაფერი არ არის განსაკუთრებული იმაში, რომ მათ ეს პრობლემა შეექმნათ, გასაგებიც არის, როდესაც 30%-ით გიმძიმდება სესხი ტვირთი და გიჭირს გადახდა. აუცილებელია, რომ მოხდეს ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია, რომ გადახდის გრაფიკი შესაბამისი იყოს. ამისთვის მაქსიმალურად ღია უნდა იყოს საბანკო სექტორი. ეს იყო ჩემი განცხადების შინაარსი“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. კითხვაზე, რა როლი აქვს ამ პროცესში მთავრობას, ქადაგიძემ აღნიშნა - „იცით, რომ სექტემბერში ეროვნული ბანკის მიერ ანგარიში განხილვა იქნება პარლამენტში, სადაც გვექნება შესაძლებლობა დეტალებზე ვისაუბროთ, თუ რა სახის გამოწვევები მივიღეთ, რა იყო ჩვენი პოლიტიკის რეაგირება, რა უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის რეაგირება და რაც მთავარია, გავცეთ კონკრეტული პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გრძელვადიან პერიოდში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდაში ხედავს. „ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, რომ შევამსუბუქოთ ეს ტვირთი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაზრდილი სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში. უნდა აღდგეს ის პარიტეტი, რომელიც გვქონდა სანამ ამ შოკს მივიღებდით. საუბარი იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია ამის სხვა მოგვარება, ჩემი ღრმა რწმენით, არის შეუძლებელი“, -განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)