12:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:42:36, 2525 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვემო ლისში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა.

„ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. „საქმიანი ეზო“ უზრუნველყოფს მოსახლეობის  მერქნული რესურსით  მომარაგებას. ჩვენი მიზანია, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტულმა სერვისებმა ჩაანაცვლოს და მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი. ამ მიმართულებით, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც  ბოლო 2 წლის განმავლობაში  იქმნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარდა და გაძლიერდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური პარკი და რამდენიმე ერთეულის  ნაცვლად,  დღეს,  სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს. სააგენტოს კიდევ უფრო მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანსა და თელავში, სადაც  სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას.  წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით,  26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა  გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics