10:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:41:33, 696 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.  უწყების ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტრაზეა გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები,  პოლიცია,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. 

საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics