08:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 11:04:34, 16965 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, 2 იმპორტირებულია, 1-ის წყაროს მოძიება გრძელდება

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, 2 იმპორტირებულია, 1-ის წყაროს მოძიება გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„3 ახალი დადასტურებული პაციენტიდან, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, მათ შორის, ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთ შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებს მოძიების მიმართებაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მანვე დასძინა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაზე, 37 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა, არც გამოჯანმრთელებულები გვყოლია. გვყავს 37 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის და ასევე, საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“, - დასძინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics