|
2015-09-08 09:38:59, 453 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს. პრემიერი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაურისიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" (“The Modern Silk Road”), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას “Champions 2015”. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასევე მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. გაიმართება შეხვედრები ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: კორპორაცია „მიცუბიში“, კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”, კომპანია “Sab Labs China”, კომპანია “Transcosmos”. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და მემორანდუმის გაფორმება: დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელ ქარხანასა და საქართველოს “ვაგონმშენებელს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის პორტის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ქართული ღვინის კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, შპს.საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმი. დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის ინტერვიუ წამყვან ჩინურ მედიასაშუალებებთან. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 13 სექტემბერს დატოვებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)