12:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 10:21:46, 3539 ნახვა

რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  „გიო“ ახალი  სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად,  1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000  ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში  800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი.  კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას  ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად   ახალ საწარმოში იმყოფებოდა.

„კოოპერაციულ საწარმოში ინვესტირებული თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტს და გრანტს გულისხმობს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას ასეთი პროექტების განხორციელებისათვის“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

ქვემო ქართლის მხარის  რწმუნებულის მოადგილის,  კახა კობერიძის  განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში,  ქვემო ქართლის რეგიონში 27   ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics