07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 13:47:50, 20331 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში Covid19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

დაავადეათა ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კოვიდ19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო.

ლეტალური შემთხვევების 93%-ში ძირითადი დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, მათ შორის 78%- ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 64%-ს.

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

გარდაცვლილ პაციენტთა 93.3% მკურნალობდა ინტენსიური მკურნალობის დეპარტამენტში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, ანგარიში 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ19-ის სტატისტიკას ასახავს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics