|
2020-07-27 10:36:59, 2946 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის ადვოკატი - საბა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ჭიკაიძე არნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. „სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიწვია მხარეები და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ბრალდებულები. რა თქმა უნდა, გვექნება შუამდგომლობა საკმაოდ დასაბუთებული იმისთვის, რომ საბა ჩხარტიშვილის მიმართ არ უნდა იქნეს დატოვებული პატიმრობა ძალაში. საბა ჩხარტიშვილის ბრალი ედება 126 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იმ ტრაგედიასთან, რომელიც მოხდა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ეს ძალადობა არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. საბა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს“, - განაცხადა ჭიკაიძემ. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 11 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)