|
2015-09-05 11:51:08, 732 ნახვა
საზოგადოება
სკოლა „ინტელექტი“ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტი“ განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს“ სურს რამდენიმე განმარტება გააკეთოს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სურათზე ნაჩვენები გეოგრაფიული რუკა არის მოთავსებული ატლასში, რომელიც წარმოადგენს დამატებით მასალას და არა ძირითად სახელმძღვანელოს. სკოლა „ინტელექტში“ სწავლება მიმდინარეობს გრიფირებული სახელმძღვანელოებით (ვაჟა ნეიძე, ლოგოს პრესი, 2010) და აღნიშნული ატლასი წარმოადგენს დამატებით მასალას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს არც კი გამოუყენებიათ. რაც შეეხება გზებს, რომლებითაც ეს ატლასი ჩვენ სკოლაში მოხვდა, აღსანიშნავია, რომ სკოლა „ინტელექტი“ ყოველწლიურად უკვეთავს რუსულენოვან დამატებით ლიტერატურას. წელს ჩვენი შეკვეთის მიუხედავად, მიმწოდებელმა მოგვაწოდა არა შეკვეთილი, არამედ სხვა ატლასი, რომელშიც ფაქტობრივი შეცდომა იყო დაშვებული. აღსანიშნავია, რომ ეს ატლასები დაურიგდათ მშობელთა კრებაზე მშობლებს სახელმძღვანელოების და დამატებითი მასალების კომპლექტში და, შესაბამისად, სწავლის პროცესში ისინი არ გამოიყენებოდა და არც გამოიყენება, რადგან ყველა ატლასი უკვე ამოღებულია. სკოლა „ინტელექტი“ სხვა დამატებით მასალას დაკვირვებით შეისწავლის. სკოლა „ინტელექტი“ ასევე ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს მიმწოდებელთან, რომელმაც შეცდომიანი ატლასი მოგვაწოდა. სკოლა „ინტელექტი“ ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოიყენონ სკოლის მიერ დაშვებული შეცდომა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)