|
2020-07-23 15:18:29, 3870 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ექსპერტები გასცემენ პასუხს, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე დაზიანება
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც 23 წლის გოგონა იპოვეს, იყო ისეთი მედიკამენტები, რომელსაც შესაძლოა ნებისმიერი პირი იყენებდეს. ადვოკატი განმარტავს, რომ ექსპერტები გასცემენ პასუხს, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე დაზიანება. „ოჯახის პოზიცია იგივეა და ელოდებიან ობიექტურ გამოძიებას. ექსპერტები გასცემენ პასუხს, თუ არის რაიმე დაზიანება. მაგრამ დაზიანების გარეშეც შეიძლება ადამიანი მოკლული იყოს და თვითმკვლელობამდე მიყვანაც არ ნიშნავს იმას, რომ ადმიანი არ შეიძლება იყოს მოკლული. სხვადასხვა მედიკამენტები იყო, რომლებსაც შეიძლება ყველა ადამიანი იყენებდეს, დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოტროპული რომ არ იყო ეს ზუსტად ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)