02:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 16:01:57, 2577 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურამ განუცხადა.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი,  რომ 2019 წლის 17 დეკემბერს,   დ.თ. -მ  განახორციელა არასრულწლოვანის  გაუპატიურება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარდეგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics