|
2020-07-20 17:31:23, 4345 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საფრანგეთში ნახევარ მილიონამდე ლარის აქსესუარების ექსპორტი განხორციელდა
საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2020 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანიების "ეშვი" და "ნევერნოთ ჯეველერი" პროდუქცია, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე, კომპანიებმა ბიზნესკონტაქტები დაამყარეს და საერთაშორისო პარტნიორებთან 410 ათასი ლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)