|
2020-07-16 17:15:35, 8294 ნახვა
სამხედრო
მეორე ქვეითი ბრიგადა 28 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. მათ, ასევე, უწყებრივი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. მე-2 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. სამხედრო ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიების აქტიური მონაწილეც არის. კოალიციური ძალების შემადგენლობაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო ოპერაციაში „თავისუფლება ერაყს“. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები დღემდე მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)