|
2020-07-13 15:55:02, 1619 ნახვა
სამართალი
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქ.გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქ.გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, 2020 წლის 4 ივლისს, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეებმა, სხვა პირებთან ერთად, რკინის ხელკეტებითა და პლასტმასის ჯოხებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს ცენტრში მდებარე ს.გ.-ს კუთვნილი კაფე დაარბიეს, ხოლო ს.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს. აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მცხოვრებლები: ს.ვ., ე.ი., ჯ.გ., კ.ს. და ა.ი., სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ სოფელ ვახტანგისის მკვიდრის მ.ჯ-ს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც დააზიანეს და შემდეგ ამოატრიალეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე 8 პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ხულიგნობა) წარუდგინა. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)