|
2020-07-10 14:30:14, 2908 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს
„საქართველოს ბანკი“ ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები განახლდება. კომპანია საფერავის, ქისის, მწვანეს, რქაწითელის, ოჯალეშის ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს. ინვესტიცია ვენახის განახლებისთვის საჭირო აგროტექნიკის შეძენასაც ითვალისწინებს, რაც წარმოების დახვეწილ პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და მარტივს გახდის. კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი. „მოხარული ვართ, რომ საქართვალოს ბანკისა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის მრავალწლიანი პარტნიორობა კვლავ წარმატებით გრძელდება. 2017 წლიდან და ჩვენ ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების განახლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასეთი წარმატებული კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 85% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 15% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და მარცვლები მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული ნორმების დაცვის შედეგად საწარმოში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება, რაც კომპანიას მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის დამზადებისთვის კომპანია ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება 12 თვის განმავლობაში, მუხის კასრში ხდება. სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება იძლევა უნიკალური გემოს მქონე ღვინის დამზადების შესაძლებლობას. GWS- აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინის და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)