|
2020-07-09 21:57:28, 3272 ნახვა
სამართალი
ალექსანდრე კობაიძე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე - კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს
„კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს. შეგვპირდნენ, რომ განადგურდება“, - ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ შსს-ში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირადი მცხოვრების ამსახველი კადრები საგამოძიებო უწყებისგან საქმის ინფორმაციასთან ერთად მიიღო. “ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად საგამოძიებო უწყებისგან მივიღეთ ტერაბაიტის ინფორმაცია, რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი არაავთენტური მასალა აღმოვაჩინეთ. მივმართეთ საგამოძიებო უწყებას. დღეს ჩემი ხელით მოვუტანე ჩვენი ოფისის კომპიუტერი, სადაც ეს ინფორმაცია იქნა ჩაწერილი გამომძიებლის მიერ. ეს კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს. შეგვპირდნენ, რომ განადგურდება. შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გულგრილობა იყო, შესაძლებელია იყო სხვა პირების მხრიდან, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არავისი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ეს საკითხი ჩემი პრეროგატივა არაა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ადვოკატებსაც ჰქონდათ გადაცემული ეს მასალა და ისინიც იკითხებიან ამ საგამოძიებო მოქმედებების პროცესში” , - განაცხადა კობაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)