09:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 16:44:20, 521 ნახვა

საზოგადოება
ცოფის შემთხვევის გამო, სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, ცოფის შემთხვევის გამო, კარანტინი გამოაცხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტომ სოფელ სამრეკლოში მსხველფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც  31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა. 

„ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილზე ჩაატარეს დეზინფექცია, სოფელში გამოცხადდა კარანტინი. დაავადების დაფიქსირების ადგილიდან  2-3 კილომეტრის რადიუსში დაიწყო ცოფის ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია. ასაცრელი 1500 სული ცხოველიდან ამ ეტაპისთვის 700 სული უკვე აცრილია. ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით მიმდინარეობს ზედამხედველობა დანარჩენ ცხოველებზე. ღონისძიებები გრძელდება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics