|
2020-07-07 14:59:21, 1981 ნახვა
სამართალი
ბორცვაძე - ინფორმაცია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში ჩამოიყვანა, ტყუილია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში „შკოდას“ ტიპის ავტომობილით ჩამოიყვანა. მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. „რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს... „შკოდას“ ტიპის ავტომობილს-ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია , რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)