|
2015-09-01 16:18:21, 672 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მედიკოსები „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალს“ ეწვივნენ
1-15 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთმეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე და ექიმი-ლაბორანტი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მედიკოსები 2 კვირის განმავლობაში გაეცნენ ჰოსპიტალის მუშაობის პრინციპებს, იმყოფებოდნენ რევმატოლოგიის, ორთოპედიის, ლაბორატორიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის განყოფილებებში. აწარმოებდნენ ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების ერთობლივ კონსულტაციებს. გაეცნენ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ აპარატურას, იმუნო-დიაგნოსტიკის თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებსა და ლაბორატორიის მართვის სისტემას. ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ იმუნოლოგიური ანალიზების შესრულებაში. ამასთან, ქართველი მედიკოსების განმარტებით, პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ პროფესიული საქმიანობაში და სილეზიის რევმატოლოგიის და რეაბილიტაციის ჰოსპიტალის კოლეგებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. ცნობისთვის, ჰოსპიტალი გათვლილია 300 პაციენტზე, დასაქმებულია 40 ექიმი (რევმატოლოგი, ორთოპედი, რეაბილიტოლოგი). ჰოსპიტალი აღჭურვილია კლინიკურ-დიაგნოსტიკური, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის უახლესი აპარატურით. კლინიკაში ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობაზე იმყოფება 4000 რევმატიული პაციენტი. პაციენტებზე ასევე ხორციელდება დისპანსერული დაკვირვება, რომლებიც მკურნალობას გადიან ბიოლოგიური პრეპარატებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი სპეციალისტი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. 2014 წელს აჭარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია, 2015 წლის დასაწყისში კი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)