15:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 13:19:58, 5841 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიისა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს.

აღნიშნული საკითხი სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

თანხა გაიცემა ქ. ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე.
- ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა - 118 518 ლარი,
- ქ. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს - 20 000 ლარი,
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 ოჯახს გამოეყოფა -10 000 ლარი,
- ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს - 60 000 ლარი.

2020 წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 1 725 780 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics