|
2015-09-01 09:34:30, 896 ნახვა
სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთში დააკავეს
მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთის რესპუბლიკაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფიის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის ინტერპოლის ბიუროსთან თანამშრომლობით, 2009 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჩხერის რაიონული სამმართველოს მიერ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სილისტრაში დააკავეს. „ზაზა ბ-მ 2009 წლის 27 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა ბ-ს ექსტრადირება მოახდინეს. იგი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)