|
2020-06-24 14:28:23, 1600 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანზე დაყრდნობა არ შეიძლება
ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანზე დაყრდნობა არ შეიძლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ. „ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე? ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით თვითონ დამდგარიყო. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს და ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს, . რომ არ მოგვწონს ერთმანეთი ყველამ ვიცით, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას, ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო. ყველამ წააგო არჩევნები, მაგასაც წაგებული აქვს, ეგ რა ტექსტია. რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მიმცემ კანდიდატს მთაწმინდაზე. მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანზე დაყრდნობა არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)