06:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 14:25:32, 1613 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას, ის ზრუნავს საკუთარ გეგმებზე

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას - ის ზრუნავს საკუთარ გეგმებზე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან და იგნორირება გაუკეთეს, როგორც საზოგადოებას, ასევე ფასილიტატორ ელჩებს.

„მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით, და იგივეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, მივიღებთ საქართველოს კონსტუტიციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსესუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიული ხარისხის გაუმჯობესებას. ცალსახად, გადაჭრით, ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს, ასევე მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ ყველა ხელმომწერ მხარეს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ეს ადამიანები არა საზოგადოებრივ დაკვეთას ასრულებენ, არამედ საკუთარ გეგმებზე ზრუნავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics