|
2020-06-20 14:56:48, 1640 ნახვა
კომენტარი
მაკო გომური გიორგი გახარიას - გისურვებ, ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით - იქნებ შეძლო
გისურვებ, ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით - იქნებ შეძლო, - ასე მიმართავს 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას. როგორც გომური სოციალურ ქსელში წერს, რამდენიც არ უნდა იძახოს გახარიამ, რომ არ ახსოვს რა მოხდა, რამდენადაც არ უნდა აპრავოს, რომ მისი თვალებით შტურმი აარიდა შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავს ხალხში. „20 ივნისი მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე? ბავშვობაში,მახსოვს,მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა,რაც გამოშვერილი იყო,ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო. ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ? ,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს” იცით,რა ცუდი მოსასმენია? და რის გამო? კითხვები,მხოლოდ კითხვები. გარეთ ასეთი ვარ-ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე. სინამდვილეში,ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში. ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა. გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები. როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე. არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. შენ ძლიერი ხარ ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას. ხალხი? მათიც მესმის,დაღლილია,დათრგუნულია,ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ. იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა. უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ. ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს. რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს. და როდემდე? თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო. არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში. ეს ფოტო იცით ალბათ, ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს. გახარია რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო. ხვალ მივალ ისევ იქ,ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით. მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს, თუ მეტის თვლა არ იცი,დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ", - წერს მაკო გომური.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)