|
2020-06-18 16:12:39, 1440 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას ეხმიანება
გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას, რომელშიც მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სურსათის პოლიტიკური ნიშნით დარიგებაში დაადანაშაულა. გვსურს აღვნიშოთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი 25 აპრილიდან მოყოლებული ჩაკეტილია და მკაცრ საკატანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები ორ ეტაპად დაურიგა. 100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახმა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფლის მოსახლეობისთვის გაკუთვნილი სასურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან 40 160 ლარი გამოყო. მოსახლეობაში დარიგებული სასურსათო პაკეტები ვარგისია და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათი გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტები საკარანტინო მდგომარეობისას მთელს მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე დაარიგა და მის ხარისზე მოსახლეობას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქე თანასწორია და მას ყველა სერვისი და დახმარება კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მიეწოდება. მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა, კორონავირუსის პანდემიისას, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური მთავრობის ეფექტურ მუშაობას ჩრდილს მიზანმიმართულად აყენებს. მივმართავთ ტელეკომპანიას არ შეუწყოს ხელი მოსახლეობაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მედიასაშუალებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად ვართ, მსგავს ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულელებითა და ფაქტებით ვუპასუხოთ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)