21:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 15:15:48, 494 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ვემსახუროთ საქართველოს ერთგულად და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ

"ვემსახუროთ საქართველოს ერთგულად და უკომპრომისოდ და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ",-ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე     ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიალზე.
თინა ხიდაშელმა ყურადღება  საქართველოს ევროპული არჩევანის ურყევობასა და უსაფრთხოების კუთხით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრის თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის მიზანი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, რისთვისაც ძალღონეს არ დაიშურებენ.
 "ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, რომელიც აგრესიისგან და ოკუპაციისგან თავისუფალი იქნება და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში.ვემსახუროთ საქართველოს ერთგულად და უკომპრომისოდ და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე     ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიალს  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის პირები ესწრებიან. ცენტრმა ქართველი,  ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მომზადება უნდა უზრუნველყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics