07:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 14:42:07, 654 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითრების სააგენტომ ხულოს ბიბლიოთეკას წიგნები და ტექნიკა გადასცა

სერვისების განვითრების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“  ფარგლებში, ხულოს ბიბლიოთეკას წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები და სხვა საჭირო ტექნიკა გადასცა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარებიოს სააგენტოდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, ხულოს ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაშინუკრიანის და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად ჩაერთო. 
„მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ბიბლიოთეკების განვითარებას. ხულოსა და ზუგდიდის ბიბლიოთეკა ჩავრთეთ პროექტის საბიბლიოთეკო კომპონტენში,შევისყიდეთ მათთვის წიგნები, კომპიუტერები და აუცილებელი ტექნიკა. ამავე დროს ხულოსა და ზუგდიდის ბიბლიოთეკარებმა, სხვა კოლეგებთნ ერთად  გაიარეს ტრენინგების ოთხი ეტაპი. ტრენინგების შემდეგ, ბიბლიოთეკარებს უკვე დამოუკიდებლად  შეუძლიათ  საპროექტო განაცხადით მუნიციპალიტეტისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვა,  შეძლებენ  მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ,“-განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თვმჯდომარემ შიო ხეცურიანმა 
პროექტი  “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ისმიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics