17:34 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 15:47:38, 1309 ნახვა

რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა, გოგი მეშველიანმა და თამაზ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და საკრებულოს თავმჯდომარეთ თამაზ ჟორჟოლიანმა სოფლებში: რატევანი, ქვეში და ძველი ქვეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზა ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. პროექტის ღირებულება ღირებულება 766 994 ლარია.

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. სამუშაოებისთვის 595 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ძველ ქვეშში კი 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყობა, მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება.

„დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოვინახულე. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა განასაკუთრებით პრიორიტეტულია, წელს ამ მიმართულებით 10 პროექტი ხორციელდება, რომელთა სრული ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. ვცდილობთ გზები განსაკუთრებით ჩვენს სოფლებში მოვაწესრიგოთ, რათა მოსახლეობამ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გზით ისარგებლოს. პანდემიის პირობებში დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას, ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics