|
2020-06-15 18:48:38, 1267 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა უცხოელ ელჩებს - ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი დიდი წვლილია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოში პანდემიის შემდგომ ტურისტული სეზონის გახსნის საქმეში გაწეული თანადგომისთვის. „დადგა ეს სასიხარულო დღე - ჩვენ გავხსენით შიდა ტურიზმი, გავხსენით ეს სეზონი. ვულოცავ სრულიად საქართველოს, გილოცავთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი და ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი ძალიან დიდი წვლილია", - მიმართა ნათია თურნავამ ყვარელში შეკრებილ უცხოელ ელჩებს. ნათია თურნავამ ტურისტული სეზონის გახსნა ასევე მიულოცა საქართველოს მთავრობას. როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ შიდა ტურიზმი დათქმულ დროს, 15 ივნისს გაიხნა, ნიშნავს, რომ მთვარობამ ყველაფერი სწორად გააკეთა. „ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობდით და ვგეგმავდით. ეს არის ძალიან დიდი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას, თუმცა მთავრობა მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რომ ეს წარმატბული ეტაპი მოსულიყო. ეს არის კერძო სექტორის ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის გახსნა საქართველოს უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად აღიარების ფონზე მოხდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში საქართველოში აკრედიტებული ელჩების პოზიტიური როლი. „ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის და ამაში თქვენი უდიდესი დამსახურებაა იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად გვიდგახართ გვერდში თქვენი ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობაში - ტურიზმის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩვენს ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ამას ვგრძნობდით ანტიკრიზისული გეგმის დაგეგმვის და განხორციელების თითოეულ ნაბიჯზე, ამას ვგრძნობდით, მაშინაც, როცა ასე სწრაფად - თქვენი დახმარებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შევძელით საგარეო დახმარების მობილიზება, რომლის გარეშეც ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)