19:29 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 11:10:50, 7908 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.

მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზე იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში.

მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის იგეგმება რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების, ახალი სპეცტექნიკის შეძენა. „ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და და სხვადასხვა ამოცანის შესრულება, რაც არ შეესაბამება სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics