|
2020-06-11 14:12:48, 1952 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ
„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ," - ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ, რომლის დროსაც ინფექციის გავრცელების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. „ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ 15 ივნისს შიდა ტურიზმის გასახსნელად. ვემზადებით, სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო. ამ ფონზე, განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო სიფრთხილისკენ ყველას, იქნება ეს მოსახლეობა თუ კერძო სექტორი. ძალიან მოსაფრთხილებელია ის, რომ ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური ვითარება. თუმცა მდგომარეობის გართულება, ჩვენივე დაუდევრობით და მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კვლავაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით განსაზღვრული და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ პანდემიის მიუხედავად, შევძლოთ და გეგმაზომიერად ვისწავლოთ მუშაობა, ცხოვრება და საქმიანობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)