|
2020-06-11 13:11:53, 2447 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ოპონენტები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ლობისტების ხელით, დესტრუქციულ ინფორმაციას აწვდიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ანალიტიკური კვლევა, სადაც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად პოზიტიურია. თუმცა, მისივე თქმით, ფრაზა, სადაც საუბარია ივანიშვილის რუსეთთან კომუნიკაციაზე, არის ოპონენტების მიერ, ლობისტების ხელით მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის. „წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ძლიერდება და ადის საკმაოდ მაღალ დონეზე. თუ გაეცნობიტ, ეჭვი მაქვს იმ ერთი ფრაზის იქით, არავინ გაეცნო ანალიტიკურ კვლევას, რესპუბლიკური პარტიის რადიკალური ფრთის. თქვენ თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ ანგარიშში საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური. ერთი ფრაზა ამოვარდნილია იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებთ. იქ არის საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ არის ალიანსსში რუსეთთან და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ რა შუაშია აშშ-სთან მაღალ დონეზე ჩვენი სამხედრო ურთიერთობები? ჩანს, რომ ეს ფრაზა არის ინპლანტირებული ხელოვნურად. საგანგაშოა, რომ მავანნი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არ აქცევენ იმას ყურადღებას, რომ შეიძლება ავნონ საქართველოს იმიჯს. ყველანაირად ცდილობენ, რომ მცდარი, დესტრუქციული ინფორმაია მიაწოდონ თავისი ლობისტების ხელით ჩვენს პარტნიორებს და ეს ფრაზა, სწორედ ამის მანიშნებელია“ - განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)