08:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:15:42, 2816 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - კონგრესმენები ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართველი საზოგადოება

„კონგრესმენები ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართველი საზოგადოება და უფრო დიდი ხანია რაც ჩვენ ვხედავთ იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს ივანიშვილის მმართველობის შედეგებს, რომელიც საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესები გატარებას ეხმარება.

„კონგრესმენები ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართველი საზოგადოება და უფრო დიდი ხანია რაც ჩვენ ვხედავთ იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ და ვხედავთ ივანიშვილის მმართველობის შედეგებს, რომელიც პუტინის რუსეთის ინტერესებს ეხმარება პირდაპირ საქართველოში.

ამ ვითარებაში საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენს შიგნით საზოგადოებრივი წნეხით, მათ შორის ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიცქართველი ხალხის ინტერსებს უჭერენ მხარს, ივანიშივლი ნაკლები ზიანით ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანი არჩევნების შედეგად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics