|
2020-06-11 11:17:05, 3148 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - კონგრესმენების მოხსენება ივანიშვილისთვის განაჩენია
კონგრესმენების მოხსენება ივანიშვილისთვის განაჩენია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრი სერგი კაპანაძე 13 კონგრესმენის ანგარიშს განაცხადა. კაპანაძე აღნიშნავს, რომ კონგრესმენებმა პრაქტიკულად თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. „ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ძალიან ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთბელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, - განაცხადა კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)