07:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 15:50:31, 565 ნახვა

საზოგადოება
2015 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც ამავდროულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, თბილისის რაიონული გამწვევი განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის მოსამზადებელი პერიოდისა და  პირველი ეტაპის ჩარიცხვის საკითხები.

2015 წლის საშემოდგომო გაწვევა, მთავრობის 30 ივლისის დადგენილების შესაბამისად, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.

„საშემოდგომო გაწვევის პერიოდში სულ 3 348  წვევამდელის გაწვევა მოხდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითეთებულ ვადაში გამოცხადდეს.

3 348 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს  შინაგან სქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა რაოდენობა - 1350  წვევამდელით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 998 წვევამდელით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გასაწვევი მოქალაქეების რაოდენობა 1050  წვევამდელით განისაზღვრა“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველ ერთეულში შექმნილია და ფუნქციონირებს გამწვევი კომისიები. ამჟამად წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დაწყებულია  წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებები, რომელიც შეფერხებებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics