|
2020-06-10 12:48:38, 1866 ნახვა
კომენტარი
ბესელია კობახიძეზე - რადგან ვერ ვეწევით მის ფართო დიაპაზონს კომენტარებში, უმჯობესია შევხედოთ იუმორით
მის ადგილას ასე ირონიულად არ შევხედავდი, - ასე აფასებს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კობახიძის უპასუხისმგებლობამ და მისმა გაუზრებელმა ქმედებამ, 20 ივნისს პარლამენტი მართლაც „ცეცხლის ალში გაახვია“. „რადგან ვერ ვეწევით მის ფართო დიაპაზონს, რომელსაც ის კომენტარებში გამოხატავს, ალბათ, უმჯობესია შევხედოთ ამას იუმორით. 20 ივნისზე სერიოზულად რომ ვისაუბრო, არ შევხედავდი მის ადგილას ასე ირონიულად, რადგან ეს არის ის დღე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლობამ და მისმა გაუზრებელმა ქმედებამ პარლამენტი მართლაც „ცეცხლის ალში გაახვია“. კინაღამ ქვეყანაში გამოიწვია უმძიმესი პოლიტიკური რყევები. ამ პასუხისმგებლობას ერთი წლის თავზე ხელისუფლება უნდა იაზრებდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)