|
2020-06-09 17:48:35, 1794 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ღარიბაშვილზე - ჯობია ჯარს მიხედოს, სასამართლოს საქმეებში ჩარევა არავის საქმე არ არის
ღარიბაშვილმა ჯობია ჯარს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სასამართლოს საქმეებში ჩარევა არავის საქმე არ არის. სასამართლოს საქმეებში ჩარევა არავის საქმე არ არის და ღარიბაშვილმა ჯობია მიხედოს საქართველოს ჯარს და გააგრძელოს ის გზა, რომელსაც 9 წელიწადი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ საქართველოს შეიარაღებული ძალები ატარა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ის, რაც დღეს აშშ-ში ხდება, დაუშვებელია და ამასთანავე, მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი რამ ჩვენ გასული წლის ივნისში გამოვცადეთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)