21:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 15:31:39, 2284 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს

საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე  მიმართულებით გაუწევს, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა აგარის შაქრის ქარხანაში ვიზიტისას ისაუბრა.

„ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე მასშტაბები უფრო დიდია, თვითღირებულება კი უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს ადგილობრივმა პროდუქციამ და მათ შორის ადგილობრივმა შაქარმა, ამას მხარდაჭერა სჭირდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად განიხილეს ქარხნის ბიზნესგეგმა, მათი თვითღრებულების სტრუქტურა, რომელშიც დიდი წილი ბუნებრივ აირს და ლოგისტიკურ მომსახურებას უჭირავს. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო წარმოებას სწორედ ამ კომპონენტებში აღმოუჩენს მხარდაჭერას. კერძოდ - ქარხანა შედარებით შეღავათიან ფასში მიიღებს ბუნებრივ აირს და სარკინიგზო მომსახურებას.

„ჩვენ წარმოებას დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი - ნავთობის და გაზის კორპორაციამ. ასევე საქართველოს რკინიგზა დაპირდა, რომ შეღავათიან ტარიფში გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ  წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული,  მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე  ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, წარმოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ გამოცხადებული საშემოსავლო შეღავათები 6 თვის განმავლობაში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ქარხნის ამოქმედებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics