|
2020-06-09 14:16:55, 1846 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე - შეიძლება რთული სიტუაცია შეიქმნას - იმედია სამართალდამცავები თავის დონეზე იქნებიან
შეიძლება რთული სიტუაცია შეიქმნას, იმედია სამართალდამცავები თავის დონეზე იქნებიან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი 20 ივნისს „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე დაგეგმილ აქციას. მანვე დაამატა, რომ დაგეგმილი ღონისძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს. „თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავზე როგორ მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. რთული სიტუაცია შეიძლება შეიქმნა, მაგრამ იმედია თავის დონეზე იქნებიან სამართალდამცავები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, 20 ივნისს, პარლამენტთან აქციას გამართავს. მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერიაში განცხადებას შეიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 20 ივნისს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება მიეცეთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)