10:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 11:13:51, 1293 ნახვა

კომენტარი
გუგა ქაშიბაძე - გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნულის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 48 წლის მამაკაცს სხეულის 25% დაწული აქვს.

„შემოვიდა ჩვენს დამწვრობის ცენტრში 48 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 25%. მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. დაზიანებული ჰქონდა სახის, წელის დამწვრობა, ორივე კიდური უბნობრივი დამწვრობით ჰწონდა. ამ ეტაპზე მისი მდგომაროება სტაბილურია, თუმცა რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics