21:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 16:19:43, 1464 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს 

საქართველომ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ.

დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის III პროგრამის“ ფარგლებში 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა,  ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა. 

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და ჩამორიცხვის შემდეგ, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics