|
2020-05-26 13:14:47, 1045 ნახვა
კომენტარი
ბოკერია 26 მაისის ღონისძიებებზე - შესაძლო იყო მთავრობას მათი დამოკიდებულება ღონისძიების გამართვით გამოეხატა
მე მესმის, რომ არ არის ტიპური ვითარება და გამოწვევაა ჯერ კიდევ პანდემიის, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა თუ როგორი საზეიმოა ეს დღე, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათავრობის გადაწყვეტილება დროშებიც კი არ გამოეფინათ მათ დამოკიდებულებას ასახავს ამ დღის მიმართ. „მე მესმის, რომ არ არის ტიპური ვითარება და გამოწვევაა ჯერ კიდევ პანდემიის, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა თუ როგორი საზეიმოა ეს დღე, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს და ამაზეც კი არ იზრუნა და ეროვნული დროშები არ არის ჩვენს ქუჩებში გამოფენილი. ეს მაინც ხომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო? რომ ამ დღის მიმართ ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩანდეს. ასეთ დღეს არ მიყვარს ხოლმე პოლიტიკური კრიტიკის ჩართვა, მაგრამ იმდენად აშკარაა ეს ვითარება, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს“. - განაცხადა ბოეკრიამ. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ ყოფილიყო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და თვითონ აერჩია საკუთარი მომავალი. ამ დიდ დღეს მოჰყვა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ბოლშევიზმს და თავისი არჩევანი გააკეთა ცივილიზებული, ევროპული ტიპის პარტიების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეს არჩევანი სისხლში ჩაახშო სტალინისტურმა საბჭოთა რუსეთმა და მოგვისპო ნორმალური ცხოვრების შანსი. ამიტომ, დღევანდელ დღეს როცა აღვიშნავთ უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ამას, როგორც ყველაზე დიდ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ დავიბრუნეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისას და არასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თავისუფლება ვინმემ წარგვართვას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)