22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 10:35:52, 1424 ნახვა

ეკონომიკა
ჩეხეთის ელჩი - აუცილებელია გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან სამუშაო შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისკენ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ სფეროში მიღწეული საქართველოს მთავრობის წარმატებაზე, რომელსაც ჩვენი მაღალი შეფასება მოჰყვა. ჩემი მილოცვა ძალიან გულწრფელია, რადგან ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ახლოდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას“, - ამის შესახებ ელჩმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

პეტერ მიკისკას განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ჩვენი შეხვედრა ეხებოდა მომავალს და არა წარსულს. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნაზე, საქართველოში ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე და ასევე როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისათვის აუცილებელია გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს“, - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics