18:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 09:53:39, 1814 ნახვა

მსოფლიო
8 ივნისიდან, დიდ ბრიტანეთში ჩასული ადამიანები, 14 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს გაივლიან

8 ივნისიდან, დიდ ბრიტანეთში ჩასული ადამიანები, 14 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რათა კორონავირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოგზაურებმა უნდა აცნობონ მთავრობას, თუ სად შეასრულებენ თვითიზოლაციის წესებს.

თუ პირს არ აქვს ისეთი ადგილი, სადაც თვითიზოლაციის წესებს აღასრულებს, მას საცხოვრებლით მთავრობა უზრუნველყოფს, - ამის შესახებ სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელმა, პოლ ლინკოლნმა განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ახალი პოლიტიკა მოქმედებს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, თუმცა ის, თუ როგორ იმოქმედებს იგი შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ჯერ კიდევ განისაზღვრება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics