|
2020-05-22 17:38:54, 888 ნახვა
რეგიონი
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებს მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციები, ასევე საგადასახადო შეღავათებზე დაწესებული რეგულაციები გააცნეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს, ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. მომავალი კვირიდან, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, საქართველოს მასშტაბით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)