|
2020-05-19 13:22:50, 1318 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი მთავრობის კანონპროექტზე - არადემოკრატიულ პრინციპს მხარს ვერ დავუჭერთ
„ევროპული საქართველო“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტია მხარს არ დაუჭერს მთავრობის ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არადემოკრატიული და დაუშვებელია. „არათუ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება, უფლების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარტივად რომ ვთქვათ, ამ არადემოკრატიულ პრინციპს. ეს დაუშვებელია მოცემულ და ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში. ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)