22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 11:11:27, 1320 ნახვა

ეკონომიკა
2020 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8 პროცენტით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.9 პროცენტით ნაკლებია).

რაც შეეხება იმპორტს, ის  2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაპრილში, 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტია.

„2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი)“, - განაცხადეს საქსტატმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics